საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ზვიად პატარიძე მსოფლიო საკლუბო თასის გამარჯვებულია
11:00 | December 10 2016

19 წლის ქართველი მძიმეწონოსანი ზვიად პატარიძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 8-9 დეკემბერს ბუდაპეშტში გამართული მსოფლიო საკლუბო თასის მფლობელი გახდა. ჩვენებურმა ირანული კლუბის "სზინა სზანატის" შემადგენლობაში 5 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთში ტიტულოვან თურქ რეზა კაიალაპთან დამარცხდა მინიმალური ანგარიშით. 

 

საფინალო გზაზე პატარიძემ ყირგიზი მურატ რამონოვი 3-0, პოლონელი რაფაკ პლონიეცი 4-1, რუსეთის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ვიტალი შური 4-3 და ნახევარფინალში ირანელი ხასემიმონია 13-11 დაამარცხა. აღსანიშნავია რომ ნახევარფინალში პატარიძის კლუბმა ტურნირის ფავორიტ მეორე ირანული კლუბს "ბიმეჰ რაზის" 6-2 მოუგო, ფინალში კი თურქეთის "ისტამბულ ბუიუკსეჰირი" 5-3 დაამარცხა, ჩვენებურმა ფინალში მაჯის ტრამვის მიუხედავად მაინც იჭიდავა გამოცდილ თურქ მსოფლიოს ჩემპიონ და ოლიმპიურ პრიზიორ რეზა კაიასთან და 4 წუთის შემდეგ ამარცხებდა კიდეც, საბოლოოდ კი ერთი გაფრთხილების ხარჯზე მინიმალური ანგარიშით 1-2 დათმო შეხვედრა.

 

სერბულ კლუბში კი მიხეილ ქაჯაიამ 98 კგ ოთხ შეხვედრაში სამი გამარჯვება მოიპოვა, ხორვატი მეტოქე 8-0, ბელარუსი ალექსანდრე ხრაბოვიკა 5-1 და უნგრელი ივან ნემეცი 4-3 დაამარცხა, ირანელ ალიარიფეისაბადისთან კი 3-4 დათმო შეხვედრა. საბოლოოდ ქაჯაიას გუნდმა მე-8 ადგილი დაიკავა.