საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს ნაკრებების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბუდაპეშტში
12:37 | December 08 2016

დღეს 8 დეკემბერს ბუდაპეშტში გაემზავრა საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ნაკრებები რომელიც 10-11 დეკემბერს უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში მიიღებს მონაწილეობას.

 

თავისუფალი სტილით ნაკრების ღირსებას 61 კგ-ში ევროპის თამაშების ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე დაიცავს, 70 კგ-ში ევროპის კიდევ ერთი ვერცხლის პრიზიორი დავით ტლაშაძე იასპარეზებს.

მწვრთნელები: დავით პოღოსიანი, ალეკო კახნიაშვილი და ნუგზარ სხირელი.

 

ბერძნულ-რომაული ნაკრების შემადგენლობაში კი მინდია წულუკიძე (71) და ნიკოლოზ კელასოვი (80) გამოვლენ.

მწვრთნელები: რევაზ ლაშხი, აკაკი ჩაჩუა და ჯემალ ბაკურიძე

მსაჯი: ზაზა ჯიბლაძე

ექიმი: თეიმურაზ მგელაძე

 

როგორც  მოგეხსენებათ ოლიმპიურ წელიწადში მსოფლიოს ჩემპიონატები არ ტარდება, ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა კი თითოეულ სტილში მხოლოდ ექვსი წონითი კატეგორიის წარმომადგენლებს შეუძლიათ. დარჩენილი ორი არაოლიმპიური წონითი კატეგორიებისათვის კი UWW-მ მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების შესახებ.

 

10 დეკემბერს - თავისუფლებიდან ბექა ლომთაძე (61) და ბერძნულ-რომაულიდან მინდია წულუკიძე (71) იჭიდავებენ.

11 დეკემბერს - თავისუფლებიდან დავით ტლაშაძე (70) და ბერძნულ-რომაულიდან ნიკოლო კელასოვი (80) გამოვლენ.

 

შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის ლინკი https://unitedworldwrestling.org/event/world-championships-non-olympic-weight-categories