საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაულ ნაკრებს დროებით რევაზ ლაშხი გაუძღვება
11:21 | December 08 2016

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბედი დარჩიამ თანამდებობა დატოვა, მან უკვე დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება რაც ჭიდაობის ფედერაციამ დააკმაყოფილა. 

 

ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობას კი დროებით ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხი შეასრულებს.

 

ლაშხი ნაკრებს 1 იანვრამდე უხელმძღვანელებს, მანამდე კი 17 დეკემბერს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართება, სადაც ახალ პრეზიდენტსა და ხელმძღვანელობას აირჩევენ, ამის შემდე კი ფედერაციის ახალი შემადგენლობა ბერძენ-რომაელთა მთავარი მწვრთნელის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობისათვის განაცხადის მიღების ვადა 9 დეკემბერს 18:00 საათზე იწურება. სამმა კანდიდატმა უკვე შეიტანა განაცხადი - თამაზ (გეგა) გეგეშიძემ, მოქმედმა პრეზიდენტმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკელიამ და ვეტერანმა მოჭიდავემ ესტატე გოგლიჩიძემ.