საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თემო ყაზარაშვილი იუბილარია!
11:44 | December 07 2016

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს თემო ყაზარაშვილის 57 წელი შეუსრულდა, ვულოცავთ ბატონ თემო დაბადების დღეს წარმატებასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ.

 

ბატონი თემო ასევე გახლავთ ოლიმპიური კატეგორიის მსაჯი, საქართველოს 2015 წლის საუკეთესო მსაჯი და მსოფლიო ჩემპიონი (1982).

 

მსოფლიო ჩემპიონი დიდებსა და ახალგაზრდებს  შორის, მსოფლიოს თასის მფლობელი, მსოფლიო უნივერსიადის 
ჩემპიონი, სსრკ–ს 2–გზის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი, სსრკ–ს  თასის მფლობელი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი, სსრკ–ს ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი,  სსრკ–ს სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ოლიმპიური კლასის არბიტრი, ღირსების ორდენის კავალერი „ფილა“–ს (გაერთიანებული მსოფლიო ჭიდაობა) ოქროს ორდენის კავალერი. ჭიდაობის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი. 2015 წლის საუკეთესო მსაჯი.