
ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ზედიზენ მეორედ გახდა მსოფლიო საკლუბო თასის გამარჯვებული.
ხარკოვში გამართულ რიგით მესამე მსოფლიო თასზე კლუბებს შორის ქართველმა ფალავანმა ამჯერად ამერიკული "ტიტან-მერკურის" შემადგენლობაში იასპარეზა და ფინალში შარშანდელი გამარჯვებული ირანის "რაზი" 4-3 დაამარცხა, წინა წელს სწორედ ამ ირანული კლუბის შემადგენლობაში მოიპოვა ჩვენებურმა მსოფლიო თასი პირველად, ფინალში სწორედ "ტიტან-მერკურის" მოუგო, ხინჩეგაშვილმა კი მეორე მოიგო მსოფლიო თასი.
ლადომ 61 კგ-ში იასპარეზა (დაშვება 2 კგ), ჯგუფურ ეტაპზე ორი გამარჯვება მოიპოვა მათ შორის ქართულ კლუბ "ჩემპიონთან" შეხვედრაში სადაც შოთა ფარტენაძეს ბოლო წამებზე მოუგო. ფინალში კი ირანელ მსოფლიოს 2-გზის პრიზიორ მასოუდ ესმაელპურთან შეხვედრაში მეტოქემ ორჯერ განზრახ მოარტყა ხელი ხინჩეგაშვილს სახეში, ჩვენებურმაც პასუხი დაუბრუნა, შედეგად ორივე სპორტსმენი მოხსნილი იქნა შეხვედრიდან, ამ წონის შედეგი იქნა ანულირებული საბოლოოდ, ირანელები 4-3 დამარცხდნენ, გადამწყვეტი გამარჯვება კი მძიმეწონოსანმა ნიკ გვიაზდოვსკიმ მოიპოვა ვინც 3-2 დაამარცხა ირანელი ფავრიზ ჰადი.



