საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

შმაგი ბოლქვაძემ ბაქოს გრან-პრიზე ვერცლი, ზურაბ დათუნაშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა
01:52 | November 26 2016

ბაქოში მიმდინარე ფინალური ოქროს გრან-პრის ბოლო დღეს ხალიჩაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების 3 წევრი გავიდა, აქედან ოლიმპიურმა პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ (66) ვერცხლის, ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა (75) კი ბრინჯაოს  მედალი მოიპოვა.

 

ბოლქვაძემ ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა, ეგვიპტელ მოჰამედ ელსაიედ იბრაჰიმს 6-2, ყაზახ ნურტაი ნურგალიევს 2-0, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ როვშან ტაგიევს 2-0 მოუგო, ფინალში ჩვენებურის მეტოქე რუსი არტიომ სურკოვი იყო თუმცა ნეკნის ტრამვის გამო ვერ შეძლო სრულყოფილად ეასპარეზა და 1-4 დათმო შეხვედრა.

 

დათუნაშვილმა პირველ ორ შეხვედრაში ირანელი მოჰამადალი გერაეი წმინდად ხოლო და კორეელ იონ-გუი იუნი 6-3 დაამარცხა, ნახევარფინალში კი 0-4 დათმო შეხვედრა სერბ ვიქტორ ნემესთან, ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში კი 2-1 დაამარცხა აზერბაიჯანელი მეჰრაი კერიმოვი.

 

დღესვე ხალიჩაძე რობერტ კობლიაშვილიც (85) გავიდა თუმცა პირველი შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-2 დამარცხდა კუბელ დანიელ ჰეჩივარიასთან და გამოეთიშა ასპარეზობას.