საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ოლიმპიური ჩემპიონების ვლადიმერ ხინჩეგაშვილის და ლაშა ტალახაძის ვარსკვლავი გაიხსნა
11:06 | November 24 2016

საართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში ოლიმპიური ჩემპიონების ლადო ხინჩეგაშვილისა და ლაშა ტალახაძის ვარსკვლავები გაიხსნა.

 

რიგით 35-ე და 36-ე ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიას ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის, ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქარველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით ხიჩეგაშვილსა და ტალახაძეს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენები გადაეცათ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა კი ორივე ოლიმპიურ ჩემპიონს 50 000 ლარი გადასცა.