საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ვახტანგ ბალავაძე 90!
11:41 | November 21 2016

20 ნოემბერს "ჭიდაობის პროფესორს"  ვახტანგ ბალავაძეს 90 წელი შეუსრულდა, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ულოცავს საქართელოს ისტორიაში პირველ მსოფლიო ჩემპიონს იუბილეს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს 


ვახტანგ ბალავაძე დაიბადა 20.11.1927, ღანირი, სამტრედია. თავისუფალი ჭიდაობა (73 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 57) და მეორე პრიზიორი (1959). XVI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1956, მელბურნი), XVII ოლიმპიადის მონაწილე (1960, რომი - XI ადგილი). სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1952-55, 57), სსრკ ხალხთა I და II სპარტაკიადების მეორე პრიზიორი (1956, 59). სამბოში სსრკ ჩემპიონი (1952) და მეორე პრიზიორი (1951). ახალგაზრდობის საერთაშორისო თამაშებში გამარჯვებული (1953). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, უმაღლესი კატეგორიის მსაჯი. თბილისის საპატიო მოქალაქე. ფილა-ს, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი.