საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს თავისუფალთა ნაკრები - დახვედრა აეროპორტში
12:17 | November 21 2016

19 ნოემბერს საქართველოში დაბრუნდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები, ჭიდაობის ფედერაციამ გულშემატკივრებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენს ნაკრებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო.

 

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩვენმა ნაკრებმა პირველად ისტორიაში ევროპის ერთა თასი მოიგო, ფინალში რუსეთის ნაკრები 6-2 დაამარცხა. ჯგუფურ ეტაპზე კი უკრაინს 5-3 ხოლო მასპინძელ რუმინეთის ნაკრებს კი 8-0 მოუგო.