საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაულმა ნაკრები ევროპის ერთა თასზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა
11:33 | November 19 2016

19 ნოემბერს ბუქარესტში ევროპის ერთა თასზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა იასპარეზა და ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში მასპინძელ რუმინეთის ნაკრებთან 4-4 დაასრულა შეხვედრა, დამატებითი მაჩვენებლით კი გამარჯვება მასპინძლებს მიაკუთვნეს.

 

მანამდე ჩვენმა ნაკრები B ჯგუფში ბულგარეთის ნაკრებებს 5-3 მოუგო, მეორე შეხვედრაში კი რუსეთთან 1-6 დათმეს შეხვედრა. 

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
59 კგ - ირაკლი შავაძე
66 კგ - შმაგი ბოლქვაძე
71 კგ - მინდია წულუკიძე
75 კგ - გიორგი დათუნაშვილი, გელა ბოლქვაძე
80 კგ - ზურაბ დათუნაშვილი, ნიკოლოზ კელასოვი
85 კგ - რობერტ კობლიაშვილი (85)
98 კგ - კუკური კირცხალია
130 კგ - იაკობ ქაჯაია (130).


მწვრთნელები:აკაკი ჩაჩუა და ჯემალ ბაკურიძე.