საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ისტორიული გამარჯვება! საქართველომ ევროპის ერთა თასის ფინალში რუსეთი დაამარცხა
04:26 | November 18 2016

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ერთა თასზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფინალში მოქმედი ჩემპიონი რუსეთის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა 6-2  და ისტორიაში პირველად ევროპის ერთა თასი მოიპოვა.

 

გადამწყვეტ დაპირისპირებაში გამარჯვებები ოთარ გოგავამ (57), ზურაბ იაკობაშვილმა (65), დავით ტლაშაძემ (70), ზურაბ ერბოწონაშვილმა (74), ელიზბარ ოდიკაძემ (97) და გენო პეტრიაშვილმა (125) მოიპოვეს. რუსებთან მხოლოდ ბექა ლომთაძე (61) და სანდრო ამინაშვილი (86) დამარცხდნენ დაძაბულ ორთაბრძოლაში.

 

 

ევროპის ერთა თასი 2016 ბუქარესტი 18 ნოემბერი

ფინალი საქართველო - რუსეთი 6-2


57 - ოთარ გოგავა - რასულ მეშეზოვი 4-1
61 - ბექა ლომთაძე - ახმედ ჩაკაევი 4-6
65 - ზურაბ იაკობიშვილი - მურად ნუხკადიევი 10-0 (სუფთა)
70 - დავით ტლაშაძე - ილდუს გინიატულინი 11-4
74 - ზურაბ ერბოწონაშვილი - ხუსეინ სიუნჩევი 11-4
86 - სანდრო ამინაშვილი - შამილ აბდურახმანოვი 1-3
97 - ელიზბარ ოდიკაძე - ევგენი კოლომიეცი 6-0
125 - გენო პეტრიაშვილი - ბეკხან დუკაევი 10-0 (სუფთა)

 

ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა ნაკრებმა ორივე შეხვედრაში იმარჯვა - უკრაინას 5-3 ხოლო მასპინძელ რუმინეთს მშრალი ანგარიშით 8-0 მოუგო. 

 

უკრაინასთან შეხვედრები ევროპის ვიცე-ჩემპიონებმმა ბექა ლომთაძემ (61), დავით ტლაშაძემ (70) და ელიზბარ ოდიკაძემ (97),  ევროპის ჩემპიონმა 23-წლამდელთა შორის ზურაბ ერბოწონაშვილმა (74) და ევროპის ჩემპიონმა, ოლიმპიურმა პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა (125) მოიგეს, ბექა ბუჯიაშვილი (57), ზურაბ იაკობიშვილი (65) და ირაკლი მწითური (86) დამარცხდნენ.

 

რუმინეთთან გამარჯვებები ოთარ გოგავამ (57),  ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61), კონსტანტინე ხაბალაშვილმა (65), დავით ტლაშაძემ (70), იაკობ მაქარაშვილმა (74), სანდრო ამინაშვილმა (86), ელიზბარ ოდიკაძემ (97) და გენო პეტრიაშვილმა (125) მოიპოვეს.

 

საქართველოს ნაკრებს არჩილ ქიტიაშვილი და დავით პოღოსიანი ხელმძღვანელობდნენ

57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი, ოთარ გოგავა
61 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე
65 კგ - ზურაბ იაკობაშვილი, კონსტანტინე ხაბალაშვილი
70 კგ - დავით ტლაშაძე
74 კგ - იაკობ მაქარაშვილი, ზურაბ ერბოწონაშვილი
86 კგ - სანდრო ამინაშვილი, ირაკლი მწითური
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
125 კ - გენო პეტრიაშვილი, გიორგი მეშვილდიშვილი 

 

ექიმები: გიორგი და თემურ მგელაძეები