საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს ნაკრებები ევროპის თასისა და ბაქოს გრან-პრისათვის ბორჯომში მოემზადებიან
11:45 | November 08 2016

18-19 ნოემბერს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი ევროპის ერთა თასს უმასპინძლებს, ზუსტად ერთ კვირაში კი 24-26 ნოემბერს ბაქოში ჰეიდარ ალიევის ოქროს გრან-პრის ფინალური ეტაპი გაიმართება, საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებები აღნიშნული შეჯიბრებებისათვის ბორჯომში 10 დღიან შეკრებას გაივლიან. 

 

ევროპის ერთა თასზე მონაწილეობის უფლება ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით თითოეულ სტილში ექვსმა საუკეთესო ნაკრებმა მოიპოვეს. შეგახსენებთ რომ რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა და ბუქარესტში ლიდერის რანგში გაემგზავრება.

 


თავისუფალი ჭიდაობა: საქართველო, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, აზერბაიჯანი, რუმინეთი.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი, ოთარ გოგავა
61 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე
65 კგ - ზურაბ იაკობაშვილი, კონსტანტინე ხაბალაშვილი
70 კგ - დავით ტლაშაძე
74 კგ - იაკობ მაქარაშვილი, ზურაბ ერბოწონაშვილი
86 კგ - სანდრო ამინაშვილი, ირაკლი მწითური
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
125 კ - გენო პეტრიაშვილი, გიორგი მეშვილდიშვილი 

 

გუნდს დავით პოღოსიანი და არჩილ ქიტიაშვილი უხელმძღვანელებენ.

 

ბერძნულ-რომაული: რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, თურქეთი, რუმინეთი და საქართველო.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

59 კგ - ირაკლი შავაძე

66 კგ -  შმაგი ბოლქვაძე

71 კგ - მინდია წულუკიძე

75 კგ - გიორგი დათუნაშვილი, გელა ბოლქვაძე

80 კგ - ზურაბ დათუნაშვილი, ნიკოლოზ კელასოვი

85 კგ -  რობერტ კობლიაშვილი (85)

98 კგ - კუკური კირცხალია

130 კგ - იაკობ ქაჯაია (130). 


მწვრთნელები:აკაკი ჩაჩუა და ჯემალ ბაკურიძე.

 

18 ნოემბერი - თავისუფალი ჭიდაობა

11:30-14:30 ჯგუფური ეტაპის შეხვედრები

18:30 - ფინალები 5-6 ადგილებისათვის

19:30 - ფინალები 3-4 ადგილებისათვის

20:30 - ფინალები 1-2 ადგილებისათვის

 

19 ნოემბერი - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

11:30-14:30 ჯგუფური ეტაპის შეხვედრები

18:30 - ფინალები 5-6 ადგილებისათვის

19:30 - ფინალები 3-4 ადგილებისათვის

20:30 - ფინალები 1-2 ადგილებისათვის

 

 

ბაქოს ფინალურ გრან-პრიზე მონაწილეობა კვოტირებულია - სადაც მხოლოდ ევროპის, მსოფლიოს ან ოლიმპიადის მედალოსნებს იწვევენ.  თუმცა ლიცენზირებული სპორტსმენის შეცვლა შეიძლება. ჩვენმა თავისუფალთა ნაკრებმა კი 8 ლიცენზიიდან 7 მოიპოვა, მაგალითად, ხინჩეგაშვილმა ორ წონაში მოიპოვა ბაქოს საგზური - 57-ში ოლიმპიურ თამაშებზე, 61-ში - ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა რადგან ერთი კვირით ადრე ბუქარესტში ჭიდაობს, აზერბაიჯანში აღარ იასპარეზებს, 57-ში მას ოთარ გოგავა შეცვლის, 61-ში კი გიორგი რევაზიშვილი.  ამავე მიზეზით ბაქოში დავით ტლაშაძე (70) და იაკობ მაქარაშვილიც (74) არ გამოვლენ მათ ნაცვლად კი დიმიტრი ბასილაშვილი (70) და ავთანდილ კენჭაძე (74) იასპარეზებენ, ლიცენზიის მომპოვებელთაგან მხოლოდ სამი იჭიდავებს ბაქოში - ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური მედალოსანი დავით მარსაგიშვილი (86), ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ელიზბარ ოდიკაძე (97) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამეპრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125).

 

ფინალური ოქროს გრან-პრი
ბაქო, 24-26 ნოემბერი

57 კგ - ოთარ გოგავა
61 კგ - გიორგი რევაზიშვილი
70 კგ - დიმიტრი ბასილაშვილი
74 კგ - ავთანდილ კენჭაძე
86 კგ - დავით მარსაგიშვილი
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ - გენო პეტრიაშვილი.

 

ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან კი ბაქოში ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75), ევროპის ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (85) და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი შმაგი ბოლქვაძე (66) იასპარეზებენ.