საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს და ყატარის ჭიდაობის ფედერაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
10:35 | November 03 2016

2 ნოემბერს სპორტკომპლექს "არენა"-ში საქართველოს და ყატარის ჭიდაობის ფედერაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

დოკუმენტს ხელი ფედერაციის პრეზიდენტებმა მანუჩარ კვირკველიამ და ზამელ საიაფ ალ შაჰრანმა მოაწერეს, მემორანდუმი მხარეების აქტიურ თანამშრომლობასთან ერთად საერთო შეკრებების,  ქართველი მწვრთნელებისა და სპროტსმენების ყატარში ვიზიტსაც ითვალისწინებს, ჩვენი სპორტსმენები ყატარს ეწვევიან და ახალგაზრდა ფალავნებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ, რაც ამ ქვეყანაში ჭიდაობის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.