საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

არჩილ თურმანიძის ბრინჯაო მსოფლიო უნივერსიადაზე
12:49 | October 31 2016

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე არჩილ თურმანიძემ თურქეთის ქალაქ ჩორუმში 25-30 ოქტომბერს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე უნივერსიტეტებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ბათუმელმა ფალავანმა 66 კგ კატეგორიაში თავდაპირველად მოლდაველი მაქსიმ მამულატი ქულების აშკარა უპირატესობით 9-0 დაამარცხა, მომდევნო წრეში  უნგრელ ბენს ბალატანოსს მოუგო მინიმალური ანგარიშით 1-0, ნახევარფინალში კი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა ბელარუს სოსლან დაუროვთან 2-4, ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ფრანგ მამადასა სილს 7-4 სძლია და საქართველოს ნაკრებს ერთადერთი მედალი მოუტანა.

 

საქართველოს სახელით ხალიჩაზე კიდევ ორი ფალავანი ბათუმელი მირზა ვანაძე (59) და სენაკელი მურთაზ ჩაბრავა (75) გავიდნენ თუმცა საპრიზო სამეული მათ გარეშე შეივსო, ჩაბრავას ერთი გამარჯვება დააკლდა მედლის მოსაპოვებლად თურქ ფურკა ბაირაკთან დათმო შეხვედრა და მეხუთე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.