საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გიორგი გოგშელიძეს შესაძლოა ოლიმპიადის ვერცხლის მედალი გადაეცეს
12:48 | October 29 2016

პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძეს შესაძლოა ვერცხლის მედალი გადაეცეს.

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საიტზე 26 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე პეკინის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონს ყაზახეთის სახელით მოასპარეზე ეროვნებით ოს ფალავან თაიმურაზ თიგიევს განმეორებითი დოპინგ-სინჯში აკრძალული პრეპარატის ტურინაბოლის კვალი აღმოუჩინეს. განმეორებითი სინჯის შემოწმების შემდეგ პეკინის ოლიმპიური თამაშების კიდევ 8 პრიზიორს ჩამოერთვა მედლები და მოხდა მათი შედეგების ანულირება, რომელშიც მოხვდნენ ათლეტები აზერბაიჯანიდან, კუბიდან, ესპანეთიდან, უზბეკეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან.

 

9 დასჯილი სპორტსმენიდან ორი ჭიდაობის წარმომადგენელია - ძმები თიგიევები, თაიმურაზთან ერთად პეკინის ოლიმპიური თამაშების ვერცლის მედალი ჩამოართეს მის უმცროს ძმას უზბეკეთის სახელით მოასპარეზე სოსლან თიგიევს ვინც ოლიმპიური ფინალი ლეგენდარულ ბუვაისარ საიტიევთან დათმო, თაიმურაზმა კი ფინალი რუს შირვანი მურდავთან წააგო შეგახსენებთ რომ გოგშელიძე თიგიევს ნახევარფინალში შეხვდა და იმ ავადსახსენებელ შეხვედრაში გამარჯვებულად თიგიევი გამოცხადდა, 

 

ყველა პარამეტრით პეკინის ოლიმპიური ვერცხლის მედალი გოგშელიძეს უნდა გადაეცეს, რადგან ბრინჯაოს პრიზიორთაგან მან წააგო თიგიევთან და არა აზერბაიჯანელმა ხეთაგ გაზიუმოვმა.

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის IOC გადაწყვეტილებით ტიგიევი პეკინის ოლიმპიური თამაშებიდან დისკვალიფიცირებულია, მედალი და დიპლომი უნდა იქნას დროულად დაბრუნებული, ყაზახეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა დაუყონებლივ უნდა შეასრულოს ეს მოთხოვნა. აღნიშნავს IOC-ი

 

იხილეთ IOC-ის ოფიციალური წერილი IOC SANCTIONS NINE ATHLETES FOR FAILING ANTI-DOPING TEST AT BEIJING 2008