საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს ჩემპიონატი არაოლიმპიური წონაში 71-80 კგ ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
01:19 | October 20 2016

1-2 ნოემბერს თბილისში, სპორტკომპლექს "არენა"-ში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში არაოლიმპიურ წონებში (71 და 80 კგ) დიდებს შორის, რომელიც იქნება შესარჩევი ეტაპი  10-11 დეკემბერს ბუქარესტში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისათვის არაოლიმპიური წონით კატეგორიებში

 

1. აწონვა 1 ნოემბერს 17:00 საათზე (71-80 კგ) ფალავანთა კლუბში (ჭავჭავაძის გამზ. 49ა)

2. შეჯიბრის დასაწყისი 2 ნოემბერს 10:00 საათზე სპორტკომპლექს არენაში (უნივერსიტეტის 2) 

 

როგორც  მოგეხსენებათ ოლიმპიურ წელიწადში მსოფლიოს ჩემპიონატები არ ტარდება, ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა კი თითოეულ სტილში მხოლოდ ექვსი წონითი კატეგორიის წარმომადგენლებს შეუძლიათ. დარჩენილი ორი არაოლიმპიური წონითი კატეგორიებისათვის კი UWW-მ გამოაცხადა დამატებითი მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების შესახებ რომელიც 10-11 დეკემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.
 
მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ სტილში (61კგ, 70კგ), ბერძნულ-რომაულში (71კგ, 80კგ) და ქალთა (55კგ, 60კგ) კატეგორიებში გაიმართება.
 

გადაწყვეტილია, რომ "თავისუფლები" არ ჩაატარებენ მსოფლიოს ჩემპიონატის შიდა შესარჩევ ტურნირს იმ ორ არაოლიმპიურ წონაში - 61-70-ში, წონების ლიდერები ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორები ბექა ლომთაძე (61)  და დავით ტლაშაძე (70) ავტომატურად იასპარეზებენ მსოფლიო ჩემპიონატზე.