საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მანუჩარ კვირკველია იუბილარია!
03:49 | October 13 2016

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს მანუჩარ კვირკველიას. ვუსურვებთ დღეგრძელობასა და წარმატებას.

 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მანუჩარ კვირკველია დაიბადა  1978 წლის 12 ოქტომბერს ქალაქ ოზურგეთში.

 

პეკინის XXIX  ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2008), მსოფლიოს ჩემპიონი (2003)  და მესამე პრიზიორი (2002), ევროპის ჩემპიონი (2007) და მეორე პრიზიორი (2002),

საფრანგეთის, საბერძნეთის, პოლონეთის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. ღირსების მედლის კავალერი. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი (2014 წ.–ის დეკემბრიდან)