საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ტარიელ გაფრინდაშვილს და მამუკა კორძაიას ბრინჯაოს მედლები ინდოეთიდან
05:51 | October 11 2016

8-9 ოქტომბერს ინდოეთის ქალაქ პუეში მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანება UWW-ს ეგიდით საერთაშორისო ტურნირი "Pune Mayor's Cup" გაიმართა სადაც ჩვენი თავისუფალი სტილით ნაკრების წევრებმა ტარიელ გაფრინდაშვილმა (74) და მამუკა კორძაიამ (97) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ფალავნებმა მონღოლი და ყირგიზი მეტოქეები დაამარცხეს.

 

გოჩა კირკიტაძის თავკაცობით ინდოეთში შერეული გუნდით ვიასპარეზეთ რომელიც ეროვ­ნუ­ლი და ასა­კობ­რი­ვი გუნ­დე­ბის წევ­რე­ბით იყო დაკომპლექტებული სულ 9 ფალავანი. ხალიჩაძე კახა ეხლბაქიძე (61), ლაშა გიგაშვილი (74), ირაკლი მწითური (97), გიორგი რევაზიშვილი (61), დავით ბუზიაშვილი (70), სანდრო ამინაშვილი (86) და საბა ჩიხრაძეც (86)  გავიდნენ თუმცა საპრიზო სამეული მათ გარეშე შეივსო. ირაკლი მწითურმა ზედა წონით კატეგორიაში 97 კგ-ში იასპარეზა და პირველივე წრეში თანაგუნდელ კორძაიასთან 4-4-ზე დათმო შეხვედრა.

 

გამარჯვებული პრიზად 1000$-ს მიიღებს, მეორე ადგილოსანი 700$, მესამე 500$.