საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზდა ლომმა უფროსებში პირველი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა
12:00 | October 07 2016

ყახაზეთში ბოლატ ტორლუხანოვის საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში მსოფლიოს 4-გზის ჩემპონმა ზვიად პატარიძემ უფროსებში პირველი საერთაშორისო ტიტული მოიპოვა. ახალგაზრდა ლომად წოდებულმა ქართველმა მძიმეწონოსანმა საჩემპიონო გზაზე ოთხი მეტოქე დაამარცხა, 

 

თავდაპირველად ყაზახი ჟალგასბაევი ქულების აშკარად უპირატესოვით დროზე ადრე დაამარცხა, მომდევნო შეხვედრაში რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ვიტალი შურს 6-0 მოუგო, ნახევარფინალში კი უზბეკ მამედ აბდულაევს სძლია. ფინალში წარბის გასკდომის მიუხედავათ პატარიძემ დამაჯერებლად დაამარცხა ბელარუსების გამოცდილი ქართველი ლეგიონერი იოსებ ჩუგოშვილი 7-0 და კარიერაში პირველად გახდა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული უფროსებს შორის.

 

ყაზახურ ხალიჩაზე პატარიძის გარდა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ორი მსოფლიო ჩემპიონი რამაზ ზოიძე (66) და გიორგი მელია (98) გავიდნენ,  მაგრამ საპრიზო სამეულები მათ გარეშე შეივსო. 

 

რამაზ ზოიძემ (66) პირველ ორ შეხვედრაში ყაზახები დანიარი და გუჩიგოვი 8-4 დაამარცხა თუმცა 1/4 ფინალში მასპინძელ სულეიმანთან დათმო შევედრა რომელიც თავის მხრივ ნახევარფინალში გამოეთიშა ასპარეზობას და ქართველმაც ვეღარ შეძლო მედლისათვის ბრძოლის გაგრძელება. გიორგი მელიამ (98) 1/4 ფინალში ირანელ მ.ბირანვანდისთან მინიმალური ანგარიშით 0-1 დათმო შეხვედრა.

 

აღნიშნული შეჯიბრება მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანება UWW-ს ეგიდით მხოლოდ ოლიმპიურ წონით კატეგორიებში  59, 66, 75, 85, 98 და 130 კგ იმართება, ჩვენი ნაკრები ყახაზეთში ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაზა სილაგაძე ხელმძღვანელობდა.

 

აღსანიშნავია რომ წინა წელს აღნიშნულ ტურნირზე სილაგაძე მაშინაც სამი ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონით გაემგაზვრა და უფროსებს შორის  პირველი საერთაშორისო წარმატებასაც მიაღწიეს ბრინჯაოს მედლები რამაზ ზოიძემ (66), გელა ბოლქვაძემ (75) და ზვიად პატარიძემ (130) მოიპოვეს. 

 

გამარჯვებული პრიზად 3000$-ს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული 2000$, მესამე 1000$.