საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული ნაკრების 6 მედალი ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატიდან
01:11 | September 26 2016

23-25 სექტემბერს ფინეთის ქალაქ სეინაიოკმა ვეტერანებს შორის მსოფლიოს ჩემპონატს უმასპინძლა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ჩვენმა ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა, მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ წიქარიძე (97) გახდა, ბრინჯაოს მედლები მალხაზ გოგოლაძემ (63), ბადრი ანთაძემ (85), გელა გელაძემ (76), ესტატე გოგლიჩიძემ (130) და თამაზ გოგელიამ (130) მოიპოვეს.

 

ზურაბ წიქარიძემ (97) რომელიც A - 40 წლამდე დივიზიონში ასპარეზობდა საჩემპიონო გზაზე სამი მეტოქე დაამარცხა, თავდაპირველად შვედ მატიას სვენსორს 23 წამში 8-0 სძლია, ნახევარფინალში გერმანელ ბირნ ჰოლკს 5-1 მოუგო, ფინალში კი შვედი ომიდ მოსავი 3-1 დაამარცხა. 

 

შეჯიბრების პირველ დღეს C - 50 წლამდე დივიზიონში ბრინჯაოს მედალი მალხაზ გოგოლაძემ (63) მოიპოვა, მეორე დღეს კი მეორე ბრინჯაოს მედალი B - 45 წლამდე დივიზიონში ბადრი ანთაძემ (85) მოიპოვა, ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტ შეხვედრაში შვედი მატიას ჰარტვიგი 41 წამში დაამარცხა 8-0.

 

ჩემპიონატის ბოლო დღეს კი ერთბაშად ოთხი მედალი მოვიპოვეთ, წიქარიძის ოქროსთან ერთათ კიდევ სამი ბრინჯაოს მედალი შევმატეთ საერთო მონაგარს. გელა გელაძემ (76) A - 40 წლამდე დივიზიონში გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუსი ვიქტორ კრეტაუ წუთსა და 9 წამში წმინდად დაამარცხა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მედლისათვის შეხვედრაში A - 40 წლამდე დივიზიონში გოგელიამ შვედი იოჰან ჰეიმბრანდი 4-0 დაამარცხა.

G - 70 წლამდე დივიზიონში შარშანდელი ტრიუმფალური გამარჯვების გამეორება ვერ შეძლო ჩვენმა მძიმეწონოსანმა ესტატე გოგლიჩიძემ და ამჯერად ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.