საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თბილისი 2016! მირიან მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონია
10:30 | September 18 2016

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით დღეს ოქროს მედალი მოიპოვა, მსოფლიო ჩემპიონი 76 კგ კატეგორიაში ონელი ფალავანი მირიან მაისურაძე გახდა რომელმაც საჩემპიონო გზაზე ოთხი მეტოქე დაამარცხა.

 

თავდაპირველად იტალიელი სალვატორე დიანა წუთსა და 55 წამში წმინდად დაამარცხა, მომდევნო წრეში უკრაინელ ანდრეი გიკას 3-2 სძლია, ნახევარფინალში სომეხ არტურ ამაგიანს 2 წუთსა და 47 წამში ქულების აშარა უპირატესობით 10-0 მოუგო, ფინალში კი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა რუსი კამალ აბდუჯამალოვი 11-9.

 

მედლის მოსაპოვებლად ერთი გამარჯვება დააკლდა ამირან ვახტანგიშვილს (54), ვინც პირველ შეხვედრაში რუსი რაშიდხან ტიმირბეკოვი წუთსა და 46 წამში წმინდად დაამარცხა, მომდევნო წრეში ყირგიზ იკრონზონ ხაჯიმურადოვს 7-5 მოუგო, ნახევარფინალში კი მომავალ ჩემპიონ უკრაინელ ანდრეი ზელეპთან 4-10 დამარცხდა, ბრინჯაოსთვის შეხვედრა ქართველმა ფალავანმა ინდოელ რავინდე რავინდერთან 0-11 დათმო და მეხუთე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.

 

დღესვე საქართველოს სახელით ვლადიმერ გამყრელიძემ (46), დანიელ მარქარაშვილი (63 კგ) და ელგუჯა ბალანჩივაძემაც (100 კგ) იასპარეზეს თუმცა მედლების მიღმა დარჩნენ.

 

ამრიგიგად გიორგი იანტბელიძის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსლვა ერთი ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლებით დაასრულა, შეგახსენეთ რომ 17 სექტემბერს მედლები გიორგი გეგელაშვილმა (42) და თორნიკე ქათამაძემ (50) მოიპოვეს.

 

მთავარი მწვრთნელი: გიორგი იანტბელიძე

უფროსი მწვრთნელები: ლაშა ქეთიშვილი, კახაბერ დობორჯგინიძე და თენგიზ კიკაბიძე

 

თავისუფალი ჭიდაობა, მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკები.

თბილისი, 18 სექტემბერი

 

 

46 კგ

1. ზაგირ შახიევი (რუსეთი)

2. სვაპნილ ბიმარაო შელარი (ინდოეთი)

3. მარსელ ბუდაი კოვაჩი (უნგრეთი)

3. დოგან კარა (თურქეთი)

 

 

54 კგ

1. ანდრეი ზელეპი (უკრაინა)

2. გეორგიოს პილიდისი (საბერძნეთი)

3. აბზალ ოკენოვი (ყაზახეთი)

3. რავინდერ რავინდერი (ინდოეთი)

5 ამირან ვახტანგაშვილი (საქართველო)

 

 

63 კგ

1. ჯონ მიშელ დიაკომიჰალისი (აშშ)

2. სტეფან ტონუ (მოლდოვა)

3. ჯინტარო მოტოიამა (იაპონია)

3. ინალ ჯოპუა (აზერბაიჯანი)

 

 

76 კგ

1. მირიან მაისურაძე (საქართველო)

2. კამილ აბდულჯამალოვი (რუსეთი)

3. ტრევის ჯერემია ვიტლაკი (აშშ)

3. ანდრეი გიკა (უკრაინა)

 

 

100 კგ

1 გაბლე დან სტივესონი (აშშ)

2. ადამ ხაჯი ბეტერბიევი (რუსეთი)

3. ასხაბ ჰამზატოვი (აზერბაიჯანი)

3. ვიკი ვიკი (ინდოეთი)