საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გიორგი გეგელაშვილი და თორნიკე ქათამაძე - მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები
11:10 | September 17 2016

17 სექტემბერს, თბილისში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა გიორგი გეგელაშვილმა (42) და თორნიკე ქათამაძემ (58) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

 

გეგელაშვილმა კანადელი მაურის მაკნეილისა 13:6 და უკრაინელი ოლეგ გაიდარის 8:5 მოუგო, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ მაჰირ მამაზადასთან წაგებით 4:13 დათმო შეხვედრა, "ბრინჯაოს ფინალში” კი ყირგიზი აბდუმალიკ კარაჩოვი წმინდად დაამარცხა.

 

ქათამაძემ უნგრელი რიჩარდ რაცი  და მექსიკელი რობერტო ბლანკო ერთნაირი ანგარიში 10-0 იოლად ჩამოიშორა, მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონთან რუსეთის ნაკრების წევრ პეტრ კოპილოვთან დასანანი შეხვედრა დათმო 5:6. დამამშვიდებელ წრეში გერმანელ ჰორსტ ლერს 5:5-ზე აჯობა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი იაპონელ დაიგო ჰატორს 8:6 მოუგო.

 

გიორგი იანტბელიძის ნაკრებიდან მედლის მოპოვების შანსი ქონდა გიორგი ელბაქიძესაც თუმცა გადამწყვეტ შეხვდრაში რუს ვადიმ ბიკოევთან ბოლო წამზე დამარცხდა 8-13. მანამდე კი ინდოელი აკაშ დაჰიას 11:1, მოლდოველ ნიკოლაი გრამეზს 8:6 და ბულგარელ ილია ხრისტოვს 10:0 მოუგო, ნახევარფინალში კი  მომავალ ჩემპიონთან ირანელ ამირუსეინ აზიმ მაგსუდისთან 1:4 დათმო შეხვედრა. 

 

დღესვე საქართველოს სახელით გოგა მამიაურმა (69 კგ) და სიმონ ოკსანიანმაც (85 კგ) იჭიდავეს, თუმცა მედლის მოპოვება ვერ შეძლეს.

 

ხვალ 18 სექტემბერს დასრულდება მსოფლიო ჩემპიონატი, ხალიჩაზე კი თავისუფალ ჭიდაობაში დარჩენილი 46-54-63-76-100 კატეგორის ფალავნები იასპარეზებენ, საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი იჭიდავებენ: ვლადიმერ გამყრელიძე (46), ამირან ვახტანგაშვილი (54), დანიელ მარქარაშვილი (63), მირიან მაისურაძე (76) და ელგუჯა ბალანჩივაძე (100 კგ).

 

თავისუფალი ჭიდაობა ჭაბუკები, მსოფლიოს ჩემპიონატი

თბილისი, 17 სექტემბერი

 

42 კგ

1 კურტ ნამდი მაკჰენრი (აშშ)

2 მაჰირ მამაზადა (აზერბაიჯანი)

3 გიორგი გეგელაშვილი (საქართველო)

3 მაგომედ აბდურახმანოვი (რუსეთი)

 

50 კგ

1 პეტრ კოპილოვი (რუსეთი)

2 ამირ ალიაკბარ პარასტეჰი (ირანი)

3 თორნიკე ქათამაძე (საქართველო)

3 ენგინ ჩეტინი (თურქეთი)

 

58 კგ

1 ამირუსეინ აზიმ მაგსუდი (ირანი)

2 ვიტალი არუჟაუ (აშშ)

3 ვადიმ ბიკოევი (რუსეთი)

3 დენის ბოროჰანი (უკრაინა)

5 გიორგი ელბაქიძე (საქართველო)

 

69 კგ

1 აბუბაკარ აბაკაროვი (აზერბაიჯანი)

2 საჯად საბარალი გოლამი (ირანი)

3 დოგუკან კალაიჩი (თურქეთი)

3 დავიდ აარონ კარი (აშშ)

 

85 კგ

1 დეეპაკ პუნია (ინდოეთი)

2 ნაილ სეიარი (თურქეთი)

3 ჯაკობ ალექსანდერ უორნერი (აშშ)

3 ალიკ შებზუხოვი (რუსეთი)

7 სიმონ ოსკანიანი (საქართველო)