საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გიორგი შოთაძე და ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონები არიან
12:26 | September 14 2016

13-14 სექტემბერს თბილისში მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა, ახალ სპორტის სასახლეში 50 ქვეყნის წარმომარგენლებმა მოიყარეს თავი.

 

საქართველოს ნაკრებიდან მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ გიორგი შოთაძე (50) და ლერი აბულაძე (54).

 

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა გიორგი შოთაძემ (50) ფინალამდე 3 მეტოქეს მოუგო, რუმინელი კონსტანტინ ლუპი 1:28 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 9-0, ირანელი სოულატ დად მარზ 4-2 ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ზაურ ნურიევი 3-0 დაამარცხა და ფინალში რუს ანზორ კარაგულოვს 6-2 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

 

ევროპის 2015 წლის ჩემპიონმა და წლევანდელმა პრიზიორმა ლერი აბულაძემ (54) საფინალო გზაზე ოთხე მეტოქე ჩამოიშორა რისთვისაც ქართველ ფალავანს ჯამში 2:52 წუთი დასჭირდა, საერთო ჯამში 32 ქულა დააგროვა თავად კი ერთიც არ დაუკარგავს.
ზუსტად 1 წუთში წმინდად დაამარცხა იტალიელი რიკარდო გლავე, 1/8 ფინალში 25 წამში 8-0 გაანადგურა ყირგიზი შარშანბეკოვი, 1/4 ფინალში 52 წამში 10-0 მოუგო უზბეკ დილშოდ ომონგელდიევს, ნახევარფინალში კი 35 წამში 8-0 დაამარცხა აზერბაიჯანელი ელნურ მუსაევი, ფინალში ჩვენებურმა 3-3 ზე დაამარცხა თურქი კერემ კამალი და მსოფლიოს ჩემპიონატზე 2014 წელს მოპოვებული ვერცხლი ოქროზე გადაცვალა.

 

მთავარი მწვრთნელი: დავით ბედინაძე

უფროსი მწვრთნელები: გურამ ცალუღელაშვილი, ვაჟა-კრავეიშვილი და მამუკა სულთანიშვილი

 

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ჭაბუკები

მსოფლიოს ჩემპიონატი, თბილისი  13 სექტემბერი

 

42 კგ

1. ომიდ ჰოსეინ არამი (ირანი)

2. ვლადისლავ კუზკო (უკრაინა)

3. ზაურ ალიევი (აზერბაიჯანი)

3. იხტიორ ბოტიროვი (უზბეკეთი)

 

46 კგ

1. ფაილ ისკანდაროვი (აზერბაიჯანი)

2. ელბეკ ერგაშევი (უზბეკეთი)

3. ვლადიმირ ზაბეივოროტა (რუსეთი)

3. ნესტორ დანიელ დელგადო რამირესი (მექსიკა)

 


50 კგ

1. გიორგი შოთაძე (საქართველო)

2. ანზორ კარაგულოვი (რუსეთი)

3. აბდულა ტოპრაკი (თურქეთი)

3. ზაურ ნურიევი (Aზერბაიჯანი)


54 კგ

1. ლერი აბულაძე (საქართველო)

2. კარემ კამალი (თურქეთი)

3. ჟოლამან შარშენბეკოვი (ყირგიზეთი)

3. ანარ მანსუროვი (რუსეთი)

 

58 კგ

1. ვალენტინ პეტიჩი (მოლდოვა)

2. მუჰამედ რეზა ჰოჯატოლა მოხტარი (ირანი)

3. აბდულვახაბ რიაჩიტოვიჩ ასაინოვი (რუსეთი)

3. ერბოლ ბაკიროვი (ყირგიზეთი)

 

63 კგ

1 იუსეფ ჰაჯიალი ჰოსეინვანდ ფათი (ირანი)

2 სერგეი სტეპანოვი (რუსეთი)

3 ჰრაჩია პოღოსიანი (სომხეთი)

3 ისმაილ გუნი (თურქეთი)

 

69 კგ

1. აკჟოლ მახმუდოვი (ყირგიზეთი)

2. ულვუ განიზადე (აზერბაიჯანი)

3. იასინ დოგუკან თურანი (თურქეთი)

3. მალხას ამოიანი (სომხეთი)

 

76 კგ

1 ალექსანდრ ანდრეევიჩ კომაროვი (რუსეთი)

2. ნასირ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

3. სტანისლავ რილსკი (ყაზახეთი)

3. ალი ჰალილ ჰუნჩი (თურქეთი)

 

85 კგ

1. ალექს გერგო სზოკე (უნგრეთი)

2. მარკუს რეჯინგერი (ავსტრია)

3. იჰარ იარაშევიჩი (ბელარუსი)

3. ჰაკობ ბაღდასარიანი (სომხეთი)

 

100 კგ

1. გერარდ კიპრიან კურნიჟაკი (პოლონეთი)

2. ვაჰიდ დადხან გასემ აბადი (ირანი)

3. შარაპ ალიხანოვი (რუსეთი)

3. დავუტ სელიმ ოლქანი (თურქეთი)