საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზრდა თავისუფლების 2 ბრინჯაოს დასაწყისი
11:32 | September 03 2016

3 სექტემბერს ფრანგულ მაკონში მიიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა შმაგი თოდუამ (60) და ტარიელ გაფრინდაშვილმა (74) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა რობერტ დინგაშვილს (50).

 

თოდუამ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში საფრანგეთის წარმომადგენელი ილმან მუხტაროვი 11-6 დაამარცხა, გაფრინდაშვილმა კი სასწაულებრივად შემოატრიალა შეხვედრა აზერბაიჯანელ მურად სულეიმანოვთან, ქართველი ფალავანი 0-9-ს აგებდა თუმცა მეტოქე უმალვე სუფთად დააწვინა და წმინდა გამარჯვებაც მოიპოვა.

 

დინგაშვილმა მედლისათვის შეხვედრა ყაზახ იერბულან სარკიტბაევთან 6-12 დათმო და მეხუთე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა, დღესვე ხალიჩაზე გივი მაჭარაშვილიც (97) გავიდა თუმცა 1/4 ფინალიდან გამოეთიშა ასპარეზობას. 

 

4 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპონატის დასკვნით დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილის დარჩენილი 55-66-84-120 კატეგორიის ფალავნები გამოვლენ, საქართველოს სახელით კი კახა ირემაძე (55), გიორგი სულავა (66), მექი სიმონია (84) და ზურიკო ურთაშვილი (120). შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.