საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გიორგი მელია მსოფლიოს ჩემპიონია, ნუგზარ წურწუმიამ ბრინჯაო მოიპოვა
12:28 | August 31 2016

საფრანგეთის ქალაქ მაკონში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრი გიორგი მელია (96) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ნუგზარ წურწუმიამ (50) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, დღეს 4 წონითი კატეგორიის ფალავნები ასპარეზობდნენ.

 

გიორგი მელიამ პირველ შეხვდრაში შვეიცარიელი დამიან ვონ ეუ 4-0 დაამარცხა, მეოთხედფინალში იაპონელ იუტა ნარას 7-1 სძლია, ნახევარფინალში ამერიკელ ტრეისი ჰენკოკის 12-8 მოუგო, ფინალში ჩვენებურმა ბელარუსი არსენ სიჩევი ბრწყინვალედ შესრულებული ოთქულიანი გდებით 4-3 დაამარცხა და ახალაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. შეგახსენებთ რომ წელს ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მელიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ახალგაზრდებში ნუგზარ წურწუმიამ (50) კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, თავდაპირველად უკრაინელი ვლადისლავ კოროსტილოვი 4-1 დაამარცხა, მომდევნო წრეში კი ყაზახ ბაირჯან სადვოკასოვს 6-2 სძლია, ნახევარფინალში კი უზბეკ ილხომ ბახრომოვთან დათმო შეხვედრა, ბრინჯაოს მედალისათვის შეხვედრაში კი ირანელი მეჰდი ნეჯადი 7-2 დაამარცხა.

 

დღესვე ხალიჩაზე კიდევ ორი ქართველი ლევან ქავჟარაძე (60) და თემურ ჭკუასელიძე (74) გავიდნენ თუმცა დამარცხდნენ და გამოეთიშნენ მედლისათვის ბრძოლას. აღსანიშნავია რომ ქავჟარაძემ იაპონელი სუზუკი 6-3 და რუსი იახიევი 5-4 დაამარცხა თუმცა მომდევნო წრეში თავად დამარცხდა აზერბაიჯანელ რახმანოვთან და გამოეთიშა ასპარეზობას.

 

ხვალ ბერძნულ-რომაული სტილის დარჩენილი 55-66-84-120 კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ, საქართველოს სახელით კი დავით ჩხარტიშვილი (55), რამაზ ზოიძე (66), გურამ ხეცურიანი (84) და ზვიად პატარიძე (120) იასპარეზებენ.