საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გენო პეტრიაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი ერი ვართ!
10:31 | August 26 2016

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

რიოს ოლიმპიადიდან ბრინჯაოს მედლით სამშობლოში დღეს გამთენიისას დაბრუნებულმა გენო პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

 

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა საქართველოს დელეგაციას მეოთხე ბრინჯაოს, სულ კი მეშვიდე მედალი მოუტანა.

 

"რა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენისთვის ბრინჯაოზე ბევრად მნიშვნელოვანი ოქროს მედალია, თანაც ოლიმპიადა ისეთი რამაა, სადაც მხოლოდ მოსაგებად მიდიხარ.

 

მეც ოქროს მედლისთვის ჩავედი იქ, თუმცა არ გამოვიდა, რას ვიზამთ... ვერ შევძელი, დასანანი მარცხი ვიწვნიე, თუმცა არც ეს შედეგია ცუდი. ჩემი მარცხი არ ასოცირდება ფიზიკურ დაღლასთან - სპორტია და მაჯობა მეტოქემ.

 

მთლიანობაში კი ბიჭებმა დავანახეთ ყველას, რომ, პატარა , მაგრამ ძალიან ძლიერი ერი ვართ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

 

ავტორი  :  ედო ბადალაშვილი