საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

რიო 2016! მოჭიდავეების 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი ოლიმპიური თამაშებიდან
10:18 | August 23 2016

21 აგვისტოს რიო-დე-ჟანეიროში დასრულდა 2016 წლის ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები, ქართველ ოლიმპიელთა მონაგარი ასეთია: 2 ოქროს, 1 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი, საერთო ჩათვლაში კი 38-ე ადგილი დავიკავეთ, ყველაზე მეტი მედალი კი ოლიმპიურ გუნდს ჭიდაობის ნაკრებმა მოუტანა: 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი.

 

რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი თავისუფალი სტილით ნაკრებიდან ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ვინც 4 წლის წინ ლონდონში აღებული ვერცხლის მედალი ოქროთი შეცვალა.

 

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა. მედლის მოპოვების შანსი ქონდა ელიზბარ ოდიკაძეს თუმცა დათმო ბრინჯაოსთვის შეხვედრა და მეხუთეზე დაასრულა.

 

ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან კი ერთადერთი მედალი შმაგი ბოლქვაძის ანგარიშზეა, ვინც ბრინჯაო დაისაკუთრა.

 

ქართული დელეგაცია სამშობლოში 25 აგვისტოს გამთეიისას 03:30 საათზე დაბრუნდება.