
20 აგვისტოს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მძიმე წონოსანმა გენო პეტრიაშილმა რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელიც ჭიდაობის ნაკრებისათვის რიგით მესამე ხოლო ქართული დელეგაციისთვის მეშვიდე მედალი აღმოჩნდა.
22 წლის გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ამერიკელი ტერველ დლაგნევი 31 წამში დაამარცხა იოლად 10-0, შეჯიბრებაში კი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს 3:47 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 10-0 მოუგო, მერვედფინალში 11-6 სძლია უკრაინელ ალენ ზასეევს, მეოთხედფინალში გენომ 4-4 იჭიდავა ირანელ კომეილ გასემისთან თუმცა ბოლო 2-ქულიანის წყალობით ირანელს მიენიჭა გამარჯვება. დამამშვიდებელ წრეში კანადელი კორეი ჯარვისი 9-2 დაამარცხა.
86 კგ-ში სასტარტო შეხვედრა დათმო სანდრო ამინაშვილმა და გამოეთიშა ასპარეზობას.
86 კგ
1. აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი) 2. სელიმ იაშარი (თურქეთი) 3. ჯეიდენ კოქსი (აშშ) 3. შარიფ შარიფოვი (აზერბაიჯანი)
125 კგ
1. ტახა აკგული (თურქეთი) 2. კომეილ გასემი (ირანი) 3. იბრაგიმ საიდოვი (ბელარუსი) 3. გენო პეტრიაშვილი (საქართველო)




