საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია
08:27 | August 19 2016

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, ქართველმა ფალავანმა საჩემპიონო გზაზე 4 მეტოქე ჩამოიშორა, მერვედფინალში ყაზარ ნურისლან სანაევს 4-3 მოუგო, მეოთხედფინალში მსოფლიოს 2-გზის ჩემპიიონი აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი 4-3 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს 8-4 სძლია, ფინალში ჩვენებურმა იაპონელი რეი ჰიგუჩი 3-3-ზე დაამარცხა და ოლიმპიურ თამაშებზე მეორე მედალი ამჯერად ოქრო მოიპოვა.

 

დღესვე ხალიჩაზე 74 კგ-ში საქართველო სახელით იაკობ მაქარაშვილი გავიდა და მერვედფინალში ბულგარელი გიორგი ივანოვი 13-8 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი თავად დამარცხდა აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვთან და გამოეთიშა ასპარეზობას.

 

57 კგ

1. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო) 2. რეი ჰიგუჩი (იაპონია) 3. ჰასან რახიმი (ირანი) 3. ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)

 

74 კგ 

1. ჰასან იაზდანიჩარიტი (ირანი) 2. ანიუარ გედუევი (რუსეთი) 3. სონერ დემირტაში (თურქეთი) 3. ბეკზოდ აბდურახმანოვი (უზბეკეთი)