საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

რიო 2016: შმაგი ბოლქვაძემ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
09:53 | August 16 2016

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების წევრმა შმაგი ბოლქვაძემ რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 

 

66 კგ-ში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა თავდაპირველად ფინელი ტერო ვაელიმაეკი 3-0 დაამარცხა, მეოთხედფინალში 2-0 მოუგო ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს (60) ირანელ ომიდ ნოროოზის, ნახევარფინალში კი სერბ დავოფ სტეფანეკთან დამარცხა, ოლიმპიური ბრინჯაოსთვის კი 22 წლის აჭარელმა ფალავანმა იაპონელ ტომოჰირო ინოუესა 1-0 დაამარცხა და საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების პირველი მედალი მოუტანა.

 

დღესვე ხალიჩაზე 98 კგ-ში მოასპარეზე რევაზ ნადარეიშვილიც გავიდა, ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ბულგარელ მსოფლიოს ჩემპიონ ელის გურის დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. ბულგარელი მომდევნო წრეში დამარცხდა და ჩვენებურიც გამოეთიშა ასპარეზობას.

 

ამრიგად საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა 1 ბრინჯაოს მედლისთ დაასრულა.

 

66 კგ

1. დავორ სტეფანეკი (სლოვაკეთი)

2. მიგრან არუთინიანი (სომხეთი)

3. შმაგი ბოლქვაძე (საქართველო)

3. რასულ ჩუნაევი (აზერბაიჯანი)

 

98 კგ

1. არტურ ალექსანიანი (სომხეთი)

2. დანიელ გაბრერა (კუბა)

3. გასემ რეზაეი (ირანი)

3. ალექსუც ციურარიუ (რუმინეთი)