საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

რიო-2016! ბერძენ-რომაელების უმედლო დასაწყისი
12:03 | August 15 2016

დღეს, 14 აგვისტოს რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 59 და 75 კგ კატეგორიის ფალავნებმა იასპარეზეს.

 

საქართველოს ნაკრების წევრმა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა (75) პირველივე წრეში დათმო შეხვედრა მსოფლიოს პრიზიორ და აზიის ჩემპიონ ყაზახ დოჟან კარტიკოვთან 0-2, მომდევნო წრეში კი ყაზახი დამარცხდა აზერბაიჯანელ მურსალიევთან 1-5 და ზურაც გამოეთიშა ასპარეზობას. 

 

59 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც უნდა გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. ეს ერთადერთი წონაა, რომელშიც საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავს.

 

ხვალ 15 აგვისტოს კი რიოს ხალიჩაზე ქართველთაგან რობერტ კობლიაშვილი 85 კგ და იაკობ ქაჯაია 130 კგ იასპარეზებენ

 

ოლიმპიური თამაშები 2016 რიო-დე-ჟანეირო, ბერძნულ-რომაული

14 აგვისტო

 

59 კგ 
1. ისმაელ ბორერო (კუბა) 2. შინობუ ოტა (იაპონია) 3.სტიგ-ანდრე ბერგე (ნორვეგია) და ელმურად ტასმურადოვი (უზბეკეთი) 


75 კგ
1. რომან ვლასოვი (რუსეთი) 2. მარკ მადსენი (დანია) 3. საიდ აბდვალი (ირანი) და კიმ ხონ ვუ (სამხრეთ კორეა)