საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მსოფლიო ჩემპიონის თემო ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი! შედეგები
11:23 | August 09 2016

9-10 აგვისტოს რუსთავში მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციის (UWW) ეგიდით გაიმართა მსოფლიო ჩემპიონის თემო ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის, სადაც ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, რუსეთის და მასპინძელი საქართველოს ნაკრებებიდან 100-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, შეჯიბრება რუსთავში მდებარე ქიმიკოსთა სპორტულ დარბაზში ჩატარდა.

 

საქართველოს ნაკრებმა ჯამში 12 მედალი მოიპოვა, ტურნირის გამარჯვებული ოთარ აბულაძე (58) გახდა, ვერცხლის მედლები ლერი აბულაძემ (58), გიორგი ჩხიკვაძემ (46), ქერიმ მაჩალიკაშვილმა (63), ბექა გურულმა (69) და ალეკო მამრიკიშვილმა (85) მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი მეფიშვილი (54), ზაზა სილაგაძე (100), აკაკი ოსიაშვილი (50), ლევან გოგუა (69), გიორგი ცოფურაშვილი (76) და დავით ქოჩქიანი (85) დაეუფლნენ.

 

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 190 ქულით პირველობა არავის დაუთმო, მეორეზე აზერბაიჯანი გავიდა 124 ქულით, მესამეზე ირანი 93 ქულით.

 

თემო ყაზარაშვილი გახლავთ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ოლიმპიური კატეგორიის რეფერი ვინც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე იმსაჯებს.

 

42 კგ

1. ზაურ ალიევი (აზერბაიჯანი) 2. აზარ მუხტარლი (აზერბაიჯანი) 3. არაზ შუხურზადე (აზერბაიჯანი) 

 

46 კგ

1. ფაილ ისკანდაროვი (აზერბაიჯანი) 2. გიორგი ჩხიკვაძე (საქართველო) 3. მირსირაი ნასანლი (აზერბაიჯანი) და უერკუბულან არდაკოვი (ყაზახეთი) 

 

50 კგ

1. მარდ დადი (ირანი) 2. მოჰამად ჰოსეინვანდი (ირანი) 3. აკაკი ოსიაშვილი (საქართველო) და გიორგი ტებილოვი (რუსეთი)

 

54 კგ

1. სერგეი ჩირგიევი (რუსეთი) 2. ელნურ მუსაევი (აზერბაიჯანი) 3. რეზა მარდი (ირანი) და გიორგი მეფიშვილი (საქართველო) 

 

58 კგ

1. ოთარ აბულაძე (საქართველო) 2. ლერი აბულაძე (საქართველო) 3. ჰასან მამადლი (აზერბაიჯანი) და ტიგრან მინასიანი (სომხეთი)

 

63 კგ

1. ჰრაჩია პოღოსიანი (სომხეთი) 2. ქერიმ მაჩალიკაშვილი (საქართველო) 3. ალიხან კოკენოვი (ყაზახეთი) და იოსეფ ჰოსინვანდი (ირანი)

 

69 კგ

1. მაჰმაუდ როსტამი (ირანი) 2. ბექა გურული (საქართველო) 3. მოჰამედმეჰდი ხოშბახტი (ირანი) და ლევან გოგუა (საქართველო) 

 

76 კგ

1. სტანისლავ რულსკი (ყაზახეთი) 2. ელი მაგამადოვი (ყაზახეთი) 3. ნასიმ მასანოვი (აზერბაიჯანი) და გიორგი ცოფურაშვილი (საქართველო) 

 

85 კგ

1. არმან ბაღდასარიანი (სომხეთი) 2. ალეკო მამრიკიშვილი (საქართველო) 3. დავით ქოჩქიანი (საქართველო) და ზანთას ნურგალი (ყაზახეთი)

 

100 კგ

1. ვახიდ რადხარი (ირანი) 2. ალიაკბარ იასოფაიჰმადჩალი (ირანი) 3. ზაზა სილაგაძე (საქართველო) და ადაი კურმანსეიტოვი (ყაზახეთი)