საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

რიო-2016! თავისუფალთა ნაკრებმა დუშეთში შეკრება დაასრულა
12:00 | August 06 2016

6 აგვისტოს საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ოლიმპიური თამაშებისათვის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება დაასრულა, 5 აგვისტოს კი საკონტროლო შეხვედრები გაიმართა.

 

ჩვენს ნაკრებთან ერთად შერეულ შეკრებას გადიოდა სომხეთის და ინდოეთის ოლიმპიური ნაკრებები. ვლადიმერ მესტვირიშვილის ხელმძღვანელობით ინდოეთის ნაკრების შემადგენლობაში არის აზიის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი იოგეშვარ დუტი 65 კგ, სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის არაიკ ბაღდადიანის განკარგულებაში კი მსოფლიოს ჩემპიონები დავიდ საფარიანი და გიორგი კეტოევი, ასევე მსოფლიო პრიზიორი ლევან ბერიანიძე არიან.

 

რევაზ მინდორაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები რიოში 8 აგვისტოს გამთენიისას გაემგზავრება.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ზურაბ იაკობიშვილი (65), იაკობ მაქარაშვილი (74), სანდრო ამინაშვილი (86), ელიზბარ ოდიკაძე (97) და გენო პეტრიაშვილი (125).