საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

რიო-2016! ბერძნულ-რომაული ნაკრები ოლიმპიურ ქალაქში იმყოფება
11:29 | August 06 2016

5 აგვისტოს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრები რიო-დე-ჟანეიროში ჩაფრინდა და ოლიმპიურ სოფელში დაბინავდა, მოჭიდავეების თქმით, ყველა ოლიმპიელს Galaxy S7 გადასცეს. 
საყოველთაო პანიკის მიუხედავად, ქართველი მოჭიდავეების თქმით ამ ეტაპზე ოლიმპიურ სოფელში ერთი შეხედვით ყველა პირობა დამაკმაყოფილებელია. დარბაზიც, სადაც უნდა ივაჯიშონ, ახლოს არის.

 

თამაშების გახსნამდე ერთი დღით ადრე, ოლიმპიურ სოფელს რიო დე ჟანეიროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად  ესტუმრა და საქართველოს ოლიმპიური ნაკრები მოინახულა. პრეზიდენტთან შეხვედრა ოლიმპიურ სოფელში მდებარე საქართველოს დელეგაციის ოფისში გაიმართა.