საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭიდაობის ოლიმპიური ნაკრების ყველა წევრს 1000 დოლარი გადაეცა
06:03 | July 30 2016

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა ხვიჩა მაქაცარიამ ოლიმპიადაზე მიმავალ 11-ვე მოჭიდავეს 1000-1000 დოლარი გადასცა. 
მაქაცარია დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ნაკრებს მოულოდნელად ეწვია. დაესწრო ვარჯიშს, გაესაუბრა მწვრთნელებს. 
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, მანუჩარ კვირკელიას განცხადებით, გადაწყვეტილება რომ ეს თანხა სპორტსმენებისთვის გადაეცათ ფედერაციამ მიიღო. "იმედი მაქვს მაქაცარიას ეს ჟესტი მოტივაცია იქნება სხვა ბიზნესმენებისთვის,-აცხადებს კვირკელია. ხვიჩა მაქაცარიამ ოლიმპიურ ნაკრებთან შეხვედრის დროს ასევე საკუთარ თავზე აიღო ერთ-ერთი მწვრთნელის რიოში გამგზავრება და ყველა ოლიმპიელს წარმატება უსურვა.