საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭაბუკი ბერძენ-რომაელების 7 მედალი და გუნდური მეორე ევროპის ჩემპიონატიდან
11:38 | July 25 2016

23-24 ივლისს სტოკჰოლმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა საქართველო ბერძნულ-რომაული სტილით ჭაბუკთა ნაკრებმა 7 მედლით და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა.

 

ევროპის ჩემპიონი გიორგი შოთაძე (50) გახდა, ვერცხლის მედალს ირაკლი ძიმისტარაშვილი (54) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი  გიორგი ჩხიკვაძემ (42), ლერი აბულაძემ (58), გიორგი ქაცანაშვილმა (85), ქერიმ მაჩალიკაშვილმა (63) და საბა ცეცხლაძემ (100) მოიპოვეს.

 

გიორგი შოთაძემ (50) ფინალში სომეხ სამველ გრიგორიანს 1:37 წუთში ქუელბის აშკარა უპირატესობით 11-0 მოუგო, მანამდე კი თურქი ოკალ ტანტანი 6-1, რუსი მუსლიმ ამაევი 8-2, აზერბაიჯანელი ზაურ ნურიევი 6-4 და რუსი რუსლან გაჯიევი 2-1 დაამარცხა.

 

ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ერთი გამარჯვება დააკლა ოთარ აბულაძეს (54).

 

დავით ბედინაძის გაწვთნილმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 71 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, პირველი ადგილი რუსეთის ხოლო მესამე სომხეთის ნაკრებებმა დაიკავეს.

 

მთავარი მწვრთნელი: დავით ბედინაძე
მწვრთნელები: გურამ ცალუღელაშვილი, ვაჟა კრავეიშვილი, მამუკა სულთანიშვილი

რეფერი: გელა ჯანელიძე და ზაზა ჯიბლაძე
ექიმი: ლევან ლინნიკი