საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

რიო-2016! საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების შემადგენლობა
04:48 | July 22 2016

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისათვის ჩვენი ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, გასაკვირი არ არის რომ ნაკრების ხელმძღვანელობა ზუსტად იმ ფალავნებს დაეყრდნო ვინც ოლიმპიური ლიცენზიები მოიპოვეს

 

66 კგ - შმაგი ბოლქვაძე (ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი და მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში)

 

75 კგ - ზურაბ დათუნაშვილი (ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილე მე-7 ადგილი)

 

85 კგ - რობერტ კობლიაშვილი (ევროპის წლევანდელი ვერცხლის პრიზიორი)

 

98 კგ - რევაზ ნადარეიშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში)

 

130 კგ - იაკობ ქაჯაია (ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში და 23-წლამდელებს შორის)

 

24 ივლისს ჩვენი ნაკრები  დასკვნით შეკრებაზე დუშეთსა და ბაზელეთში გაემგაზრება რომელიც 2 აგვისტოს დასრულდება, 4 აგვისტოს კი ჩვენი გუნდი რიო-დე-ჟანეიროში გაემგზავრება.

 

პროგრამა. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
14 აგვისტო - 59 და 75 კგ
15 აგვისტო - 85 და 130 კგ
16 აგვისტო - 66 და 98 კგ