საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გელა ბოლქვაძე ესპანეთის გრან-პრის გამარჯვებული, ლაშა გობაძემ ბრინჯაო მოიპოვა
01:36 | July 10 2016

9 ივლისს მადრიდში გაიმართა ესპანეთის გრან-პრის გათამაშება სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 3 წარმომადგენლით იასპარეზა აქედან ორმა მედალი მოიპოვა.

 

ტურნირის გამარჯვებული გახდა ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გელა ბოლქვაძე (80) რომლისთვისაც ეს უფროს ასაკში პირველი გამარჯვება გამოდგა. აჭარელმა ფალავანმა ამჯერად ერთი წონით ზედა კატეგორიაში იასპარეზა, სულ კი 3 შეხვედრა გამართა, ესპანელი ადრიან ფორტუნი 12-0 და უნგრელი ლასზო სზაბო 6-3 დაამარცხა, ფინალში კი  ეგვიპტელ ფაზი მაჰმოუდის 8-2 მოუგო.

 

მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა და ევროპის 2-გზის ჩემპიონმა 23-წლამდელთა შორის ლაშა გობაძემ (85), რომელმაც ასევე ზედა წონით კატეგორიაში მოსინჯა ძალები, პირველ შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა მექსიკელი ალფონსო ლეივა 13-0 გაანადგურა, მომდევნო შეხვედრაში კი რუსების ქართველ ფალავან ევროპისა და რუსეთის ჩემპიონ დავით ჩაკვეტაძესთან დათმო შეხვედრა 2-11, მესამე ადგილისათვის შეხვედრაში კი იტალიე ფაბიოს პარისს 12-3 მოუგო.

 

ხალიჩაზე ბერძენ-რომაელთანგან მინდია წულიკიძეც (75) გამოვიდა თუმცა პირველივე შეხვედრა დათმო რუს ილიას მაგომედოვთან 4-7 და გამოეთიშა ასპარეზობას.

 

ჩვენ გუნდს ოლიმპიური ჩემპიონი ვახტანგ ბლაგიძემ ხელმძღვანელობდა.

 

თავისუფალთა გუნდში კი პრინციპული შეხვედრა გაიმართა 86 კგ-ში სანდრო ამინაშვილსა და დავით მარსაგიშვილს შორის რომლებიც პირველივე წრეში შეხვდნენ ერთმანეთს და გამარჯვება ამინაშვილს დარჩა 6-0, მომდევნო წრეში კი მწვრთნელების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სანდრომ აღარ გააგრძელა ასპარეზობა.