საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ლერი ხაბელოვი - 52
01:37 | July 06 2016

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ლერი ხაბელოვი დღეს 52 წლის გახდა, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ბატონ ლერის, წარმატებას, ჯანმრთელობას და რიო 2016-ზე დიდი გამარჯვებებს უსურვებს.

 

1992 წელს ლერი ხაბელოვი ბარსელონის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა, 1988 წელს, სეულში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1985, 1987, 1990, 1991 და 1993 წლებში მან 5-ჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, 1985, 1987, 1988 და 1992 წლებში კი ევროპის უძლიერესი ფალავანი გახდა. სხვადასხვა დროს ასზე მეტ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის, ასევე მსოფლიო თასის გათამაშებაში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებსა და ხალხთა სპარტაკიადაზე.

 

2012 წლის დეკემბრიდან ლერი ხაბელოვი სეოკ-ის პრეზიდენტია. არის ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.