საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზრდა თავისუფლების 7 მედალი და გუნდური მეორე ადგილი ევროპის ჩემპიონატიდან
11:38 | June 26 2016

26 ივნისს ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის წარმატებით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა, გიორგი გოგშელიძის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა 8 შესაძლებლიდან 7 მედლის მოპოვებს შეძლო, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 31 ნაკრებს შორის მეორე ადგილი დაიკავა.

 

ვერცხლის მედლები რობერტ დინგაშვილმა (55) და გივი მაჭარაშვილმა (97) მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი შმაგი თოდუა (60), გიორგი სულავა (66), ტარიელ გაფრინდაშვილი (74), მექი სიმონია (84) და ზურიკო ურთაშვილი (125) გახდნენ.

 

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 64 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე რუსეთი გავიდა 78 ქულით, მესამეზე აზერბაიჯანი 55.

 

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გოგშელიძე

უფროსი მწვრთნელები: დავით ოთიაშვილი, გელა საღირაშვილი და კობა კაკალაძე

ექიმი: ზაზა აბესაძე

მსაჯი: მალხაზ ჯორბენაძე