საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ორი ქართველი მსაჯი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე
11:16 | June 23 2016

13 ივნისს ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ UWW საბოლოოდ დაამტკიცა იმ 50 რეფერის ვინაობა ვინც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებს მოემსახურება.

 

არსებობს მსაჯების სამი კატეგორია - სუპერვაიზორი, ინსტრუქტორი და რეფერი. ერთ ქვეყანას მხოლოდ თითო წარმომადგენლის ყოლა შეუძლია სამივე კატეგორიაში, ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანია რომ ქართველი მსაჯების რაოდენობა ორამდე გაიზარდა, მოგეხსენებათ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ ერთი არბიტრი ედიშერ მაჩაიძე გვყავდა. ამჯერად კი სტატუსი კიდევ ერთმა ქართველმა არბიტრმა თემო ყაზარაშვილმა აიმაღლა და ოლიმპიური კატეგორია მიენიჭა ვინც ჩვეულებრივი მსაჯი იქნება და უშუალოდ შეხვედრებს განსჯის, მაჩაიძე კი სუპერვაიზერი იქნება რომელსაც საპროტესტო ეპიზოდებში (ჩელენჯი) ჩარევის და საბოლოო დასკვნის გამოტანა ევალება.

 

UWW-ს გადაწყვეტილებით მსაჯების რაოდენობა ოლიმპიურ თამაშებზე 80-იდან (2012) 50-ამდე (2016) შემცირდა.