საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრები ევროპის ჩემპიონია
09:17 | June 22 2016

შარშანდელის მსგავსად საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა ტრიუმფით დაასრულა გამოსვლა ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ზაზა სილაგაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 6 მედალი და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

 

ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (50), რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ, ვერცხლის მედლები ლევან ქავჟარაძემ (60) და გიორგი მელიამ (97) მოიპოვეს, ბრინჯაოს დავით ჩხარტიშვილი (55) დაეუფლა.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა წინა წლის მსგავსად კვლავაც ყველას აჯობა და 62 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე რუსეთი გავიდა 50 ქულით, მესამეზე აზერბაიჯანი 48. 

 

მთავარი მწვრთნელი: ზაზა სილაგაძე

უფროსი მწვთნელები: მუხრან მაჭუტაძე, ოთარ ფევაძე და გიორგი ჯინჭველაშვილი.

ექიმი: ლევან ლინნიკი

მსაჯი: მალხაზ ჯორბენაძე და ზაზა ჯიბლაძე

ვიცე-პრეზიდენტი: დიმიტრი გელაშვილი