საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

რამაზ ზოიძე და ზვიად პატარიძე ევროპის ჩემპიონები, დავით ჩხარტიშვილი ბრინჯაო მოიპოვა
04:45 | June 22 2016

ბუქარესტში მიმდინარე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი დავით ჩხარტიშვილმა (55) მოიპოვა, ერთი გამარჯვება დააკლდა მედლამდე გურამმ ხეცურიანს (84).

 

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ახალგაზრდებში რამაზ ზოიძემ (66) ფინალამდე ოთხი მეტოქე დაამარცხა, ევროპის მოქმედ ჩემპიონი თურქ მურატ ფირატს 5:29 წუთში წმინდად მოუგო, რუმინელი ემანუელ პალი 4:28 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 11-3, რუსი გლებ ბატიანინი 5-5 და ბულგარელი დევიდ დიმიტროვი ორი 4 ქულიანი გდებით 26 წამში დაამარცხა 8-0 დაამარცხა, ფინალში კი 4:21 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 10-0 იოლად სძლია უკრაინელ პავრიზ ნასიბოვს და ახალგაზრდებში პირველად დაეუფლა ევროპულ ოქროს.

 

წარმატებით დაიცვა შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული ზვიად პატარიძემ (120), ქართველი მძიმეწონოსანი ზედიზედ მესამედ გახდა ევროპული ოქროს მფლობელი ახალგაზრდებში ორჯერ 2015, 2016 და ჭაბუკებში 2014. საფინალო გზაზე სამი მეტოქე ჩამოიშორა, რუმინელი ისტვან ბერეი 1:51 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 9-0 დაამარცხა, 17 წამი დასჭირდა პოლონელი რაფაელ პლოვიეჩის წმინდად დასამარცხებლად, ნახევარფინალში კი 5-0 მოუგო თურქ ოსმან ილდირიმს, ფინალში კი რუსი ნიკოლაი იზმაილოვი 5-0 დაამარცხა.

 

დავით ჩხარტიშვილმა (55) 3:25 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 9-0 დაამარცხა პოლონელი იაკუბ სციეგლინსკი, მომდევნო შეხვედრაში 5-1-ს ამარცხებდა მომავალ ფინალისტ აზერბაიჯანელ ნოფალ ბაბაევს თუმცა შეხვდრის მიწურულს გდებაზე მოყვა და დამარცხდა. დამამშვიდებელ წრეში დათომ თურქ ეკრემ ოზტურკს 12-5 მოუგო და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ოზურგეთელმა ფალავანმა მასპინძელი თეოდორ ჰორატაუ 2:24 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 9-1 დაამარცხა.

 

ნახევარფინალამდე სამ შეხვედრაში გაიმარჯვა გურამ ხეცურიანმა (84), შვეიცარიელი სამუელ შერერი 6-1, უნგრელი ბერტალანა პაპი 2-1 და ბულგარელი კირილ მილოვი 6-1 დაამარცხა, ნახევარფინალში კი  თურქ ალი ჩენგიზსთან 2-5 დათმო შეხვედრა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჩვენებური რუს ვლადისლავ კულპასთა დამარცხდა და მეხუთე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა