საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ნუგზარ წურწუმია ევროპის ჩემპიონია, ქავჟარაძემ და მელიამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს
02:56 | June 21 2016

ბუქარესტში დაწყებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (50) ევროპის ჩემპიონი გახდა, ლევან ქავჟარაძემ (60) და გიორგი მელიამ (96) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, დღეს ხალიჩაზე 4 წონით კატეგორიის ფალავნები გავიდნენ, აქედან სამში კი ქართველებმა მედლის მოპოვება შეძლეს,

 

ნუგზარ წურწუმიამ (50) უკრაინელი ვიტალი კუშნირი 10-2, სომეხი სერგეი სიმონიანი 4-2 და ნახევარფინალში იტალიელი ჯოვანი 6-3 დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანელ აზარ ნასიბის დაძაბულ ბრძოლაში 10-8 სძლია და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

 

ლევან ქავჟარაძემ (60) ფინალამდე სამი მეტოქე სომეხი გევორქ ხუმარიანი 9-0, უნგრელი ერიკ ტორბა 5-2 და უკრაინელი ოლექსანდრ ხრუშინი 4-0 დაამარცხა, ფინალში კი ჩვენებური აზერბაიჯანელ მიხაილ რახმანოვთან 2-11 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

 

გიორგი მელიამ (97) საფინალო გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა, პირველ შეხვედრაში უკრაინელი ვლადენ კოზლიუკს წმინდად სძლია, ბერძენი მიხაილ იოსიფიდისი 38 წამში ქულების აშკარა უპიტარესობით 8-0 დაამარცხა, მეოთხედფინალში 1:02 წუთში წმინდად დაამარცხა ბულგარელი ევგენი განჩევი, ნახევარფინალში კი 28 წამში ქულების აშკარა უპირატესობით 9-0 მოუგო გერმანელ ერკან ჩელიკს, ფინალში კი რუს რუსლან ბეკუზაროვთან 5-11 დათმო შეხვედრა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

დღესვე ხალიჩაზე 74 კგ-ში თემურ ჭკუასელიძეც გავიდა თუმცა პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ფინელ ვილი როპონენთან 1-5 და გამოეთიშა ასპარეზობას.

 

პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში 28 ქულით ლიდერობას მეორეზე უკრაინაა 26 ქულით, მესამეზე რუსეთი 21.

 

ხვალ 22 ივნისს კი ბერძნულ-რომაული სტილის დარჩენილი 55-66-84-120 კატეგორიის ფალავნები დაასრულებენ ევროპის ჩემპონატს. საქართველოს სახელით კი: დავით ჩხარტიშვილი (55), რამაზ ზოიძე (66), გურამ ხეცურიანი (84) და ზვიად პატარიძე (120).