საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
01:18 | June 12 2016

11-12 ივნისს ლოს-ანჟელესში გამართულ მსოფლიო თასზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ამასთან  მესამე ადგილისათვის გათვალისწინებული ფულადი პრემია 20 000$ მიიღო.

 

მინდორაშვილის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე სამი შეხვედრა გამართა, პირველ და გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთთან ჩვენმა ნაკრებმა 4-4 იჭიდავა თუმცა ქულების დამატებითი მაჩვენებლით 14-16 მოგება რუსეთის ნაკრებს მიენიჭა.

 

თავდაპირველად საქართველოს ნაკრები 3-1 დაწინაურდა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57) ხაჯიმურად რაშიდოვი 3-2, ბექა ლომთაძემ (61) იმამ აჯიევი 4-1, დავით ტლაშაძემ (70) რადიკ ვალიევი 13-4 დაამარცხა, ზურაბ იაკობიშვილმა (65) 0-6 დათმო მაგომედ კურბანალიევთან, ხეთიკ ცაბოლოვმა (74) 10-0 დაამარცხა ჯუმბერ ყველაშვილი, დავით მარსაგიშვილი (86) შამილ კუდიამაგომედოვთან 3-9 დამარცხდა, ელიზბარ ოდიკაძემ (97) დაძაბულ შეხვედრაში 9-10 დათმო აბდუსალამ გადისოვთან, გენო პეტრიაშვილმა (125) კი იოლად 4-0 დაამარცხა მურადინ კუშხოვი.

 

მეორე შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმმა თურქეთი იოლად 7-1 დაამარცხა, მეორე დღეს კი ჯფუფის ბოლო შეხვედრაში მონღოლეთთან ფრე 4-4 იჭიდავა და ქულების დამატებითი მაჩვენებლით 18-14 გაიმარჯვა, შედეგად ჩვენმა ნაკრებმა A ჯგუფში მეორე ადგილი დაკაივა. 

 

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ აშშ-ს ნაკრებთან დაძაბულ შეხვედრაში ფრედ 4-4 იჭიდავა, რუსეთისა და მონღოლეთის ნაკრებებთან შეხვედრის მსგავსად ამერიკელებთანაც ანგარიში მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა გაათანაბრა, გადამწყვეტი კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დანიეტლ კენგოტთან 2:32 წუთში მოპოვებული წმინდა გამარჯვება აღმოჩნდა და საქართველოს ნაკრებმა ქულების დამატებითი მაჩვენებლით 16-15 სძლია ამერიკას.

 

ამერიკელებთან შეხვედრაში ბექა ლომთაძემ (61) ანტონი რამოსი 8-5 დაამარცხა და 2-0 დავწინაურდით, თუმცა მომდევნო სამი შეხვედრა დავთმეთ, ზურაბ იაკობიშვილი (65) ფრანკ მოლინაროსთან 4-4-ზე, დავით ტლაშაძე (70) ჯეიმს გრინდათან 0-10 და იაკობ მაქარაშვილი (74) ალექსანდერ დიერინგერთან 1-10 დამარცხდა.

 

დავით მარსაგიშვილმა (86) დენ კოქსის ძლევით 7-4 საერთო ანგარიში გაათანაბრა 3-3, ელიზბარ ოდიკაძემ (97) კი დაძაბულ შეხვედრაში 3-3-ზე დათმო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ კაილ სნაიდერთან და ამერიკელებიც დაწინაურდნენ 4-3, გენო პეტრიაშვილმა (125) არც ამჯერად უმტყუნა საქართველოს ნაკრებს და დამაჯერებლად დაამარცხა ვილიან რეი 6-2 და საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე მესამე ადგილი იზეიმა.

მსოფლიოს თასის გამარჯვებული კი ზედიზედ მეხუთედ ირანის ნაკრები გახდა ვინც ფინალში რუსეთი 5-3 დაამარცხა

 

ნაკრების მწვრთნელები: რევაზ მინდორაშვილი და არჩილ ქიტიაშვილი

მსაჯი: მალხაზ ჯორბენაძე

ექიმი: თეიმურაზ მგელაძე

გუნდის ხელმძღვანელი: მანუჩარ კვირკველია

 

 

 

 

ტექნიკური შედეგები

მსოფლიო თასი ლოს-ანჟელესი 2016, 11 ივნისი

Group A

 

RUSSIA – GEORGIA – 4:4 (14-16)
57 kg – Vladimer KHINCHEGASHVILI (GEO) df. Gadzhimurad RASHIDOV (RUS), 3-2
61 kg – Beka LOMTADZE (GEO) df. Imam ADZHIEV (RUS), 4-1
65 kg – Magomed KURBANALIEV (RUS) df. Zurabi IAKOBISHVILI (GEO), 6-0
70 kg – Davit TLASHADZE (GEO) df. Radik VALIEV (RUS), 13-4
74 kg – Khetik TCABOLOV (RUS) df. Jumber KVELASHVILI (GEO) by TF, 10-0
86 kg – Shamil KUDIIAMAGOMEDOV (RUS) df. Dato MARSAGISHVILI (GEO), 9-3
97 kg – Abdusalam GADISOV (RUS) df. Elizbar ODIKADZE (GEO), 10-9
125 kg – Geno PETRIASHVILI (GEO) df. Muradin KUSHKHOV (RUS), 4-0

 

GEORGIA – TURKEY (TUR) – 7:1 
57 kg – Vladimer KHINCHEGASHVILI (GEO) df. Suleyman ATLI (TUR), 11-2
61 kg – Beka LOMTADZE (GEO) df. Mehmet SOYLER (TUR), 12-4
65 kg – Zurabi IAKOBISHVILI (GEO) df. Burak DOGAN (TUR) by TF, 10-0
70 kg – Davit TLASHADZE (GEO) df. Selahattin KILICSALLAYAN (TUR), 8-6
74 kg – Jakob MAKARASHVILI (GEO) df. Soner DEMIRTAS (TUR) by forfeit, 0-0
86 kg – Selim YASAR (TUR) df. Sandro AMINASHVILI (GEO), 6-6
97 kg – Elizbar ODIKADZE (GEO) df. Muren Fikret MUTLU (TUR) by FALL, 6-3
125 kg – Geno PETRIASHVILI (GEO) df. Taha AKGUL (TUR) by forfeit, 0-0

 

Georgia (GEO) defeats Mongolia (MGL), 4-4 (Criteria, 18-14)​

57 kg - Vladimer KHINCHEGASHVILI (GEO) df. Bekhbayar ERDENEBAT (MGL), 4-1
61 kg - Tuvshintulga TUMENBILEG (MGL) df. Beka LOMTADZE (GEO), 4-4
65 kg - Mandakhnaran GANZORIG (MGL) df. Zurabi IAKOBISHVILI (GEO), 3-2
70 kg - Davit TLASHADZE (GEO) df. Altangerel DORJTSEGMED (MGL), 6-2
74 kg - Unurbat PUREVJAV (MGL) df. Jakob MAKARASHVILI (GEO), 5-4
86 kg - Uitumen ORGODOL (MGL) df. Sandro AMINASHVILI (GEO), 12-12
97 kg - Elizbar ODIKADZE (GEO) df. Khuderbulga DORJKHAND (MGL) by TF, 11-0
125 kg - Geno PETRIASHVILI (GEO) df. Chuluunbat JARGALSAIKHAN (MGL) by TF, 11-0

 

BRONZE: GEORGIA (GEO) df. UNITED STATES (USA), 4-4 (16-15)
57 kg - Vladimer KHINCHEGASHVILI (GEO) df. Daniel Paul DENNIS-KENGOTT (USA) by FALL, 8-6
61 kg - Beka LOMTADZE (GEO) df. Anthony Joseph RAMOS (USA), 8-5
65 kg - Frank Aniello MOLINARO (USA) df. Zurabi IAKOBISHVILI (GEO), 4-4
70 kg - James Malcolm GREEN (USA) df. Davit TLASHADZE (GEO) by TF, 10-0
74 kg - Alexander David DIERINGER (USA) df. Jakob MAKARASHVILI (GEO), 10-1
86 kg - Dato MARSAGISHVILI (GEO) df. J'Den Michael Tbory COX (USA), 7-4
97 kg - Kyle Frederick SNYDER (USA) df. Elizbar ODIKADZE (GEO), 3-3
125 kg - Geno PETRIASHVILI (GEO) df. Zachery William REY (USA), 6-2