საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასზე ლოს-ანჟელესში
11:18 | June 01 2016

11-12 ივნისს ლოს-ანჟელესში (აშშ) გაიმართება მსოფლიო თასი თავისუფალ ჭიდაობაში, მასში მონაწილეობას ლას ვეგასის მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის 8 საუკეთესო ნაკრები მიიღებს, შეჯიბრი გუნდური პრინციპით კედელი-კედელზე ფორმატით ჩატარდება, შეგახსენებთ რომ მინდორაშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა ლას ვეგასში გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. 

 

ჩვენი ნაკრები ლოს-ანჟელესში 2 ივნისს გამთენიისას გაფრინდება და ერთ კვირიან შეკრებას გაივლის აშშ-ში.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

 

57 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ბუჯიაშვილი

61 კგ - ბექა ლომთაძე

65 კგ - ზურაბ იაკობიშვილი, კონსტანტინე ხაბალაშვილი

70 კგ - დავით ტლაშაძე

74 კგ - იაკობ მაქარაშვილი, ჯუმბერ ყველაშვილი

86 კგ - სანდრო ამინაშვილი, დავით მარსაგიშვილი 

97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე, მამუკა კორძაია

125 კგ - გენო პეტრიაშვილი, გიორგი საკანდელიძე, გიორგი მეშვილდიშვილი

 

მწვრთნელები: რევაზ მინდორაშვილი და არჩილ ქიტიაშვილი

ექიმი: თემურ მგელაძე.

 

10 მაისს სტამბოლში შედგა მსოფლიო თასის კენჭისყრა, საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე რუსეთი, თურქეთი და მონღოლეთი იქნებიან .

 

მსოფლიო თასი თავისუფალ ჭიდაობა - 2016

ლოს-ანჟელესი (აშშ), 11-12 ივნისი

 

ჯგუფი A: რუსეთის, საქართველო, თურქეთი, მონღოლეთი.

ჯგუფი B: აშშ, ირანი, აზერბაიჯანი, ინდოეთი.

 

ის