საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თამარ ხოჯაშვილი - საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული პირველი ქართველი გოგონა
10:43 | May 29 2016

29 მაისს თურქეთის ქალაქ იზმირში დასრულდა ჭიდაობის მსოფლიო ფედერაცია UWW-ს ეგიდით გამართული ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირი სადაც გოგონათა ნაკრებიდან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა თამარ ხოჯაშვილმა (52), რომელიც პირველი ქართველი გოგონა გახდა ვინც საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა.

 

თამარმა სულ სამი შეხვედრა გამართა, პირველ შეხვედრაში 2:49 წუთში წმინდად დაამარცხა ყაზახი აბენ დარიგა, ნახევარფინალში ასევე წმინდად 25 წამში მოუგო თურქ მეტოქეს, ფინალში კი დაძაბულ ბრძოლაში 10-9 დაამარცხა მასპინძელი ედა ტეკინი.

 

გოგონათა ნაკრებს ბესიკ გუჩაშვილი ხელმძვანელობს, თაკოს პირადი მწვრთნელი კი ზურაბ ტატუაშვილია.