საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭაბუკების 15 მედალი იზმირის საერთაშორისო ტურნირზე
10:44 | May 28 2016

იზმირში დასრულდა მაჰმუდ ატალაის & იაშარ ერკანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკთა შორის ჭიდაობის სამივე დისციპლინაში სადაც მონაწილეობა 15 ქვეყნის 500-ამდე სპორტსმენმა მიიღო, საქართველოს ნაკრებებმა ჯამში 15 მედალი მოიპოვეს.

 

ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან ტურნირის გამარჯვებულები ირაკლი ძიმისტარაშვილი (54), ლერი აბულაძე (58) და გიორგი ქაცანაშვილი (85) გახდნენ, ვერცხლის მედლები ლევან გოგუამ (69) და ზაზა სილაგაძემ (100) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი შოთაძე (54), ბექა გურული (69), ოთარი აბულაძე (58) და ბექა ბეშიძე (63) დაეუფლნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ჩვენმა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე მასპინძელი თურქეთი გავიდა მესამეზე ყაზახეთი. მწვრთნელები: ვაჟა კრავეიშვილი და მამუკა სულთანიშვილი

 

ლერი აბულაძემ (58) ფინალში თურქი აჰმეტ ალტანი 2:50 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 10-0 დაამარცხა, ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მისმა ძმამ ოთარ აბულაძემ მოიპოვა რომელმაც თურქი მეტოქე ასევე ქულების აშკარა უპირატესობით 2:48 წუთში 15-5 დაამარცხა, ძიმისტარაშვილმა (54) ფინალში თურქი საიდან აბდულკადირი 6-1 დაამარცხა. ქაცანამშვილმა (85) გადამწყვეტ შეხვედრაში თურქი ტან ბედირჰანი 5-1 დაამარცხა.

 

თავისუფალთა ნაკრებიდან ტურნირის გამარჯვებული გიორგი გეგელაშვილი (42) გახდა რომელმაც ფინალში ყაზახი შიხაირ შაბონოვი 3-2 დაამარცხა, ვერცხლის მედალი მიხეილ ბოჭორიძემ (76) მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი გიორგი ბრეგვაძე (76), რამაზ თურმანიძე (54) და ლაშა ბაირამოვი (85) გახდნენ. 

გუნდურ ჩათვლაში კი თავისუფალთა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა, მთავარი მწვრთნელი: გიორგი იანტბელიძე მწვრთნელები: ლაშა ქეთიშვილი და კახაბერ დობორჯგინიძე.

 

გოგონათა ნაკრებიდან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა თამარ ხოჯაშვილმა (52), რომელიც პირველი ქართველი გოგონა გახდა ვინც საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა, პირველ შეხვედრაში 2:49 წუთში წმინდად დაამარცხა ყაზახი აბენ დარიგა, ნახევარფინალში ასევე წმინდად 25 წამში მოუგო თურქ მეტოქეს, ფინალში კი დაძაბულ ბრძოლაში 10-9 დაამარცხა მასპინძელი ედა ტეკინი. მთავარი მწვრთნელი: ბესიკ გუჩაშვილი.