საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზრდა თავისუფლების 5 მედალი და გუნდური მეორე ადგილი ანკარიდან
09:17 | May 21 2016

20-22 მაისს თურქეთის დედაქალას ანკარაში გამართულ საეთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირზე "ჩემპიონები" საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ჩვენმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.

 

ტურნირის ჩემპიონები ნიკა კენჭაძე (74) და გივი მაჭარაშვილი (96) გახდნენ, ვერცხლის მედლები რობერტ დინგაშვილმა (55) და გიორგი სულავამ (66) მოიპოვეს, ბრინჯაოს კი ივერიკო ჯულაყიძე (66) დაეუფლა.

 

 

ნიკა კენჭაძემ (74)  ფინალში თურქი მუჰამე ალი გონგური დაამარცხა, გივი მაჭარაშვილმა (97) კი ფინალურ შეხვედრაში თურქ ერენ დურსუნ თურანს 2:14 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 10-0 სძლია.

 

რობერტ დინგაშვილმა (55) კანადელ დარტე კაპეცალნთან მხოლოდ ფინალური შეხვედრა დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. გიორგი სულავა (66) ფინალში  4-2-ს ამარცხებდა თურქ  ერზიკანს თუმცა შეხვედრის დროს მიღებული ფეხის ტრამვის გამო ვეღარ დაასრულა ასპარეზობა და ვერცხლის მედალს დასჯერდა

 

გუნდს ნაკრების მწვრთნელები დავით ოთიაშვილი და კობა კაკალაძე ხელმძღვანელობდნენ.