საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა, 14 მაისს 14:00 საათზე
08:19 | May 13 2016

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია გაცნობებთ რომ 2016 წლის 14 მაისს 14:00 საათზე ქ. თბილისში ჭავჭავაძის გამზირი #49ა-ში, ფალავანთა კლუბის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა.

 

პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგი

 

1. 2016 წლის საანგარიშო პერიოდში ფედერაციის მიერ მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა;

 

მომხსენებლი: ფედერაცის პრეზიდენტი და ვიცე–პრეზიდენტები.

 

2. პრეზიდენტის მიერ პრეზიდიუმისადმი წარდგენილი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატის შეთანხმება და არჩევა;

 

მომხსენებილი: პრეზიდენტი.

 

3. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დამსახურებული მწვრთნელის წოდებაზე წარსადგენ მწვრთნელთა და სოციალური დახმარების პროგრამაში ჩასართავ ვეტერან სპორტსმენთა კანდიდატურების განხილვა;

 

მომხსენებელი: ვიცე–პრეზიდენტი თ. ყაზარაშვილი.

 

4. ფედერაციის ახალ წესდებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუჯის შექმნა და დაკომპლექტება.

 

მომხსენებილი: პრეზიდენტი.

 

5. სპორტის კანონში 2016 წლის 04 მარტს განხორციელებული ცვლილებების განხილვა.

 

მომხსენებელი: ფედერაციის იურისტი გ. აღდგომელაძე.

 

6. ფედერაციაში საკლუბო ლიცენზირების სისტემის დანერგვის შესახებ ინიციატივის განხილვა.

 

მომხსენებელი: ფედერაციის პრეზიდენტი, ვიცე–პრეზიდენტები და გენერალური მდივანი.

 

7. პანკრატიონის, გრებლინგის, საპლაჟო, ქამრიანი და ნაციონალური ჭიდაობის ფედერაციების საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში გაერთიანების საკითხის განხილვა.

 

მომხსენებელი: ფედერაციის პრეზიდენტი, ვიცე–პრეზიდენტები და გენერალური მდივანი.